ნარკომანია
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
მოსწავლეებს ვანახოთ ნარკოტიკის მიღების შედეგად გამოწვეული შედეგები და დავსახოთ პრევენციული ღონისძიებები მის აღმოსაფხვრელად. ისინი ეცნობიან ნარკოტიკების წარმოშობისა და გავრცელების ისტორიას. ხედავენ რეალურ კადრებს თუ რა შედეგები მოაქვს ნარკოტიკს ხანმოკლე სიამოვნებასთან ერთად . ინტერნეტით იძიებენ მასალას ნარკოტიკისა და ნარკომანიის შესახებ.
3.პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია არა მარტო "კეთილისმყოფელებისგან", არამედ მათ უნვითარდებათ ანალიზის უნარი და საშუალება ეძლევათ არ გახდნენ მორიგი მსხვერპლი.
4:პროექტის მიზნები:
ეს პროექტი მიზნად ისახავს მთელ მსოფლიოში აქტუალური პრობლემის – ნარკომანიასთან ბრძოლის გათავისებას და კვლევა ძიებას პრობლემის გადასაჭრელად.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყრუ ბავშვებისთვის, რადგან ისინი გაცილებით მწირ ინფორმაციას ფლობენ.ამ თემისთვის განკუთვნილი ლექსიკური მარაგიც სიახლეა მათთვის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყრუ ბავშვებისთვის, რადგან ისინი გაცილებით მწირ ინფორმაციას ფლობენ.ამ თემისთვის განკუთვნილი ლექსიკური მარაგიც სიახლეა მათთვის.
ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები გაეცნობიან თუ რა მავნებელია ნარკოტიკული საშუალებები ჯანმრთელობისთვის, ურთიერთობისთვის, საზოგადოებისთვის. გაეცნობიან სისხლის სამართლის კოდექსს და გაიგებენ თუ როგორ ისჯებიან ნარკოტიკების მომხმარებლები და გამსაღებლები.
5. მონაწილეთა ასაკი:
15-16 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა:
2 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის დახარისხებას, გამოუმუშავდებათ ანალიზის უნარი. შეძლებენ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას და ეცოდინებათ ჯანსაღი ცხოვრების ფასი. არ იქნებიან ამ სენის მსხვერპლნი ინფორმაციის არარსებობის გამო.
გამოუმუშავდებათ ინტერნეტით მათთვის საჭირო ინფორმაციის მოძიების უნარ -ჩვევები
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
წიგნი, ქაღალდი, ინტერნეტი, მარკერები, პროექტორი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
მასწავლებელი იწყებს გონებრივი იერიშით. აჯამებს მათ ცოდნას (რაც უკვე აქვთ ბავშვებს), აწვდის გარკვეულ ინფორმაციას. კლასს ყოფს ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს აძლევს განსხვავებულ დავალებას.
1 ჯგუფი _ მათთვის მისაღები გზით ( ზეპირად, ჟესტურად, სურათის , ვიდეოს დახმარებით ან მათთვის სასურველი და ხელმისაწვდომი სხვა საშუალებით) მოიძიონ და გადმოგვცენ ინფორმაცია ნარკოტიკის შესახებ .
II ჯგუფი _ მოიძიონ და გადმოგვცენ ინფორმაცია ნარკოდამოკიდებულების შესახებ.
IIi ჯგუფი _ მოიძიონ და გადმოგვცენ ინფორმაცია, თუ რა იურიდიული სასჯელი მოყვება ნარკოტიკის მოხმარებას და გასაღებას.
თითოეულ ჯგუფს ეყოლება ლიდერი რომელიც პრეზენტაციას წარმოადგენს. ამის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს ისაუბრონ ნარკოტიკის დადებით და უარყოფით შედეგებზე და პასუხები შედარების მატრიცაში დააფიქსირონ.
და ბოლოს სვამს კითხვას ღირს თუ არა მხოლოდ ხანმოკლე სიამოვნებისთვის
სიცოცხლის ჯანმრთელობის, ოჯახის, მომავალის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოსწავლე აღწერს იმ საშიშროებებს რაც მოსდევს მოზარდების მიერ ნარკოტიკის გამოყენებას. განიხილავს შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოს და მსოფლიოსთვის. ასახელებს ეფექტური პრევენციული ღონისძიებების მაგალთებს. მოსწავლეები ისწავლიან ინტერნეტ–პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას ინფორმაციული ტექნოლოგიების
გამოყენებით.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
ეკა თალკვაძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
eka.talakvadze@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
ekatalakvadze.blogspot.com
ძალიან მომეწონა
ReplyDeleteეკატერინე უფალმა გისმინოს და გაგაზლიეროს!!!!!
ReplyDeleteპატივისცემით თიკა :)
გაიხარე
ReplyDeletehttp://youtu.be/q7iXcKKpdx0 naxe ra dgeshia...
ReplyDelete